ტურნირი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების საჯარო მოსამსახურეთა შორის მინიფეხბურთში საქართველოს მთავრობის თასზე

ტურნირი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების საჯარო მოსამსახურეთა შორის მინიფეხბურთში საქართველოს მთავრობის თასზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული შენობის სპორტულ დარბაზში მიმდინარე მინიფეხბურთის ტურნირი საქართველოს მთავრობის თასზე, როგორც მოსალოდნელი იყო საინტერესოდ წარიმართა.

„A" ჯგუფში მეოთხედფინალების საგზური საქართველოს მთავრობის კანცელარიამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მოიპოვეს, რომლებმაც ჯგუფში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გუნდებს აჯობეს.

„B" ჯგუფიდან მეოთხედფინალში გავიდნენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, რომლებმაც ჯგუფში საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები ჩამოიტოვეს.

„C" ჯგუფის გამარჯვებულები კი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტო გახდნენ, ხოლო ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიტურნირი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების საჯარო მოსამსახურეთა შორის მინიფეხბურთში საქართველოს მთავრობის თასზე ეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

„D" ჯგუფიდან მეოთხედფინალისაკენ გზა გაიკაფეს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებმა. მათ საქართველოს პარლამენტის აპარატისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აჯობეს.
გაცილებით დრამატული გამოდგა ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი, სადაც დაფიქსირადა შემდეგი რეზულტატები:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - საქართველოს ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო - 4:7
საქართველოს მთავრობის კანცელარია - საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო - 4:2
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - საქართველოს უკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 4:0
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 0:5
ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის თასზე მონაწილე 16 გუნდიდან ოთხი საუკეთესო გამოვლინდა, რომლებიც ერთმანეთს ნახევარფინალებში დაუპირისპირდებიან. საქართველოს ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაარკვევს პირველი ფინალისტის ბედს, ხოლო მეორე ნახევარფინალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურნირის მასპინძელს საქართველოს მთავრობის კანცელარიის გუნდს შეხვდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური