საქართველოს მთავრობის დადგენილება №83


,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის" ,,სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის" ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის" ,,სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის" ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, N146, მუხლი 2071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ".

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ,,რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი გიორგობიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ლევან გოთუა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი

მერაბ გოცირიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

ნინო ვარდია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის მდივანი

თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი

ქართლოს ყიფიანი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი

ხათუნა ჩაჩავა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

გელა ჩივიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი

ივანე ცარციძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი

ლაშა ციმაკურიძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელი

ზვიად ზვიადაძე - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი.".


3. დადგენილების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 31. ამ დადგენილების შესაბამისად სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.".

4. დადგენილებით დამტკიცებული ,,კომისიის საქმიანობის წესის" პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. კომისიის საქმიანობის მიზანი
კომისიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ,,რეფერალური მომსახურების, ,,სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარა-ლებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის" (შემდგომში - სამედიცინო დახმარების კომპონენტი) ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.".

5. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამედიცინო დახმარების კომპონენტის მოსარგებლეები არ შეიძლება იყვნენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი, მშობელი), გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.".

6. მე-2 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ მუხლის მიზნებისათვის სიტყვები ,,სახელმწიფო პროგრამა", ,,დაზღვევა" გულისხმობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებულ პროგრამებს.".

7. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. დაფინანსების ოდენობა და გაცემის პირობები
ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების თანხა შეადგენს არა უმეტეს 10 000 ლარს, გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსებისა, თუ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნება მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.".

8. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ" ქვეპუნქტი:
,,დ) სოციალურ კატეგორიას (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

10. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს ინიცირებით წარედგინება საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად.".

11. მე-6 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,8. განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიის მიერ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით. ამ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილების პროექტი წარედგინება კომისიის ყველა წევრს, რომლებიც ,,შეთანხმების ფურცელზე" ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება). ამ პროცედურების დასრულების შემდეგ თუ კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება გადაწყვეტილების პროექტს, იგი ,,შეთანხმების ფურცელთან" ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობის კანცელარიას.".

12. ,,კომისიის საქმიანობის წესს" დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაფინანსების განსაკუთრებული წესი
კომისიის მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულებაც ვერ მოესწრო 2010 წელს, დაფინანსდეს ,,საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით (ორგანიზაციული კოდი _ 35 12 02 21) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური